შეკრების მესამე დღე | ნაკრები 22 ფეხბურთელით ემზადება » სპორტის ხაზი

შეკრების მესამე დღე | ნაკრები 22 ფეხბურთელით ემზადება

შეკრების მესამე დღე | ნაკრები 22 ფეხბურთელით ემზადება
3-06-2025, 01:54
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის შეკრების მესამე ვარჯიში გამართა. სფფ-ის ტექნიკური ცენტრის, ბასას მოედანზე ჩატარებულ საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

2 ივნისს, ეროვნულ გუნდს გიორგი გულიაშვილი და საბა ლობჟანიძე შეუერთდნენ. ტრავმის გამო, ივნისის ამხანაგურ მატჩებისთვის მზადებას გიორგი ზარია გამოაკლდა.

ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, დინამო არენაზე ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს. 8 ივნისს. ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩვენი გუნდის მეტოქე კაბო-ვერდეს ეროვნული ნაკრები იქნება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

მატჩების განრიგი
5 ივნისი, 20:00 | საქართველო ფარერის კუნძულები | დინამო არენა, თბილისი (ბილეთები)
8 ივნისი, 20:00 | საქართველო - კაბო-ვერდე | რამაზ შენგელია, ქუთაისი


nakrebi.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი