საქართველოს ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
შეკრების მეორე დღეს ჩვენმა გუნდმა სფფ-ის ტექნიკური ცენტრის, ბასას მოედანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა - ეროვნულ გუნდს ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი და ანზორ მექვაბიშვილი შეუერთდნენ.
ტრავმის გამო, ივნისის ამხანაგურ მატჩებში ნაკრებს ბუდუ ზივზივაძე ვერ დაეხმარება. ფარერის კუნძულებთან და კაბო ვერდესთან შეხვედრებისთვის ნაკრები 23 ფეხბურთელით მოემზადება და სრული შემადგენლობით 2 ივნისიდან ივარჯიშებს.