სკანდალური მატჩის შემდეგ დანიელ ზიბერტი მუნდიალიდან მოხსნეს » სპორტის ხაზი

სკანდალური მატჩის შემდეგ დანიელ ზიბერტი მუნდიალიდან მოხსნეს

სკანდალური მატჩის შემდეგ დანიელ ზიბერტი მუნდიალიდან მოხსნეს
8-12-2022, 16:15
Aa Aa
გაზიარება:

ყველას კარგად გემახსოვრებათ მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მატჩი, სადაც ერთმანეთს ურუგვაისა და განის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სახმრეთ ამერიკელებმა ის შეხვედრა 2:0 მოიგეს, საბოლოოდ ისინი ჯგუფში ბურთების არასახარბიელო შეფარდების გამო მაინც ჩარჩნენ.

სწორედ ამ შეხვედრას მსაჯობდა გერმანელი არბიტრი, დანიელ ზიბერტი, რომლის შესახებაც თამაშის შემდეგ, არაერთი სტატია დაიწერა. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ზიბერტმა ურუგვაის ორი ძალიან საკამათო პენალტი არ დაუნიშნა, რის გამოც ისინი ჯგუფში ჩარჩნენ და პლეი ოფში ბრაზილიასთან სათამაშოდ სამხრეთ კორეა გაუშვეს, რომელიც 4:1 განადგურდა.

აღნიშნული სკანდალის შემდეგ, FIFA-მ გადაწყვიტა, რომ 38 წლის არბიტრი მუნდიალიდან მოეხსნა, რაც ოფიციალურად დადასტურდა კიდეც. როგორც ჩანს, ედინსონ კავანის რეაქცია ძალიანაც სამართლიანი იყო, როდესაც მან თამაშის დასრულების შემდეგ, VAR-ის მონიტორი გვირაბისკენ მიმავალ გზაზე გადააყირავა..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი