წყალტუბოს "სამგურალის" აკადემიის ფეხბურთელები ჟერარდ პიკეს გუნდში მიიწვიეს » სპორტის ხაზი

წყალტუბოს "სამგურალის" აკადემიის ფეხბურთელები ჟერარდ პიკეს გუნდში მიიწვიეს

წყალტუბოს "სამგურალის" აკადემიის ფეხბურთელები ჟერარდ პიკეს გუნდში მიიწვიეს
30-05-2025, 00:52
Aa Aa
გაზიარება:

წყალტუბოს "სამგურალის" ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები ლაზარე ხინგავა და გიორგი გელაშვილი ესპანეთში, საფეხბურთო კლუბების "ანდორასა" და "ესპანიოლის" აკადემიებში იყვნენ მიწვეული.

ახალგაზრდა ფეხბურთელები ესპანეთში მწვრთნელთან, რატი ჩიხლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ.

16 წლის ლაზარე ხინგავამ და გიორგი გელაშვილმა "ანდორასა" და "ესპანიოლის" აკადემიებში ივარჯიშეს და თამაშებშიც მიიღეს მონაწილეობა.

ესპანური გუნდები, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს საფეხბურთო აგენტის, მარიო ბარის მეშვეობით დაუკავშირდნენ.

"სამგურალის" ახალგაზრდული გუნდის წევრებმა მოწონება დაიმსახურეს.

"ანდორა", რომელსაც "ბარსელონას" ყოფილი ვარსკვლავის ჟერარ პიკეს მფლობელობაშია, ქართველი ფეხბურთელებით სერიოზულად დაინტერესდა. ასევე, აქტიურობს "ესპანიოლიც".

მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ახალგაზრდა ფეხბურთელების ესპანეთში გადაბარგების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი