"დავესწრები თუ არა ჩემპიონთა ლიგის ფინალს?" - სანიოლი დასმულ კითხვას პასუხობს » სპორტის ხაზი

"დავესწრები თუ არა ჩემპიონთა ლიგის ფინალს?" - სანიოლი დასმულ კითხვას პასუხობს

"დავესწრები თუ არა ჩემპიონთა ლიგის ფინალს?" - სანიოლი დასმულ კითხვას პასუხობს
29-05-2025, 23:33
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 31 მაისს დაიწყებს.

5 ივნისს, დინამო არენაზე ჩვენი გუნდი ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 8 ივნისს, მეორე ამხანაგურ შეხვედრას ქუთაისში, კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.

სანაკრებო შეკრების დაწყებამდე, 28 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა.

დასმულ კითხვას, დაესწრებოდა თუ არა ფრანგი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალურ შეხვედრას, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა უპასუხა.

"სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრას ვერ დავესწრები, რადგან მატჩი ჩვენი შეკრების დაწყებას ემთხვევა, თუმცა აუცილებლად ვუყურებთ თამაშს. ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვებას ვუსურვებ, რადგან საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოგება დაუვიწყარი მოგონება იქნება მისთვის."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი