UEFA-მ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მოიხსენია და მას ვიდეოც მიუძღვნა.
მოგეხსენებათ 'ბრატისლავა' კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავი იყო - ვლადიმირ ვაისის გუნდმა H ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
თავად ჩაკვეტაძემ ყველა შეხვედრა ჩაატარა, სადაც 4-ჯერ მოახერხა საგოლე გადაცემის მიწერა. ამ შედეგით 23 წლის შემტევი მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ 'ფიორენტინას' ფეხბურთელი 5 საგოლე გადაცემით უსწრებს.
იხილეთ ვიდეო: