რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ნაკრებს უბრუნდება? | Daily Mail » სპორტის ხაზი

რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ნაკრებს უბრუნდება? | Daily Mail

რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ნაკრებს უბრუნდება? | Daily Mail
7-12-2022, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, მაშინ, როდესაც გარეთ საუთგეიტის გუნდი სენეგალთან 1/8 ფინალის გასამართად ემზადებოდა, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის ჩელსის შემტევის, რაჰიმ სტერლინგის საცხოვრებელი სახლი გაძარცვეს, რის გამოც რაჰიმმა სამშობლოში დაბრუნება და ოჯახის წევრების მონახულება გადაწყვიტა.

ამ ყველაფრის შემდეგ, ცხადია, დაიწერა, რომ რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ნაკრებს მუნდიალის დარჩენილ შეხვედრებში ვეღარ დაეხმარებოდა, რაზეც ბრიტანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც ისაუბრა: "ჩვენ რაჰიმთან ერთად ვართ და მას არაფერს დავაძალებთ, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ სტერლინგი ოჯახთან ყოფნას ამჯობინებს, ჩვენ მას ამის უფლებას, რა თქმა უნდა, მივცემთ." - გარეთ საუთგეიტი.

მიუხედავად ამისა, Daily Mail-მა დაწერა, რომ ინგლისელი ფეხბურთელის სახლის მძარცველები დაკავებულნი არიან. გარდა ამისა, დაიწერა ისიც, რომ რაჰიმ სტერლინგის ოჯახის წევრები თავს კარგად გრძნობენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამდენად, ახლა ჯერი თავად რაჰიმზეა, თუ ის გადაწყვეტს, რომ ინგლისს 1/4 ფინალში დაეხმაროს, ნაკრები მას ულაპარაკოდ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისი მუნდიალის მომდევნო შეხვედრას დიდიე დეშამის საფრანგეთის წინააღმდეგ 10 დეკემბერს, 23:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი