ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში წერს, რომ 2025 წლის ოქროს ბურთის გადაცემის ცერემონია 22 სექტემბერს ჩატარდება.
ამ მომენტისთვის საერთაშორისო მედიაში მოგების სამი კანდიდატია გამოკვეთილი, ესენია: უსმან დემბელე, ლამინ იამალი და რაფინია.
იმ შემთხვევაში თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, მაშინ დემბელეს მოგება თითქმის გარანტირებული ექნება, სხვა შემთხვევაში კი ლამინ იამალი ბოლო პერიოდში წინ საკმაოდ წამოიწია და მისი მოგებაც არ უნდა გაგვიკვირდეს.