"მხოლოდ ამას ვთხოვ" - მიქაუტაძის მიმართვა ხვიჩა კვარაცხელიას » სპორტის ხაზი

"მხოლოდ ამას ვთხოვ" - მიქაუტაძის მიმართვა ხვიჩა კვარაცხელიას

"მხოლოდ ამას ვთხოვ" - მიქაუტაძის მიმართვა ხვიჩა კვარაცხელიას
დღეს, 12:02
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 1-ის დასრულება გიორგი მიქაუტაძისთვის წარმატებული აღმოჩნდა — მისი კლუბი „ლიონი“ სეზონის ბოლო ტურში საკუთარ კედლებში „ანჟერს“ 2:0 ამარცხებს და კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლება ოფიციალურად მოიპოვა. თუმცა ეს მხოლოდ პირველი ეტაპია — საბოლოო პასუხი, ევროპის ლიგაზე ითამაშებს თუ კონფერენსზე, 24 მაისს გაირკვევა, სადაც "ბოლო სიტყვა" უკვე ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟ-ზე იქნება დამოკიდებული.

ლიონელებმა საფრანგეთის ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულეს - თუმცა, წესების მიხედვით, თუ საფრანგეთის თასის მფლობელი უკვე ევროტურნირის ზონაში მყოფი კლუბია, დამატებით ერთი ადგილი გადადის ქვემოთ მდგომ გუნდზე. თასის ფინალში ერთმანეთს პსჟ და რეიმსი შეხვდებიან. თუ პარიზელები თასსაც მოიგებენ და ეს საკმაოდ მოსალოდნელია — მაშინ „ლიონი“ კონფერენსის ნაცვლად ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებს, ხოლო კონფერენს ლიგის საგზურს ჩემპიონატის მეშვიდე ადგილზე მყოფი „სტრასბურგი“ მიიღებს.

ანჟერთან თამაშის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ იხუმრა, მაგრამ ამავდროულად სერიოზულადაც მიმართა ხვიჩა კვარაცხელიას: „ახლა ყველაფერი შენზეა — რეიმსი უნდა დაამარცხოთ!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი