გარკვეული ხნის წინ, კევინ დე ბრუინმა სოციალურ ქსელში ღია წერილი გამოაქვეყნა და თავადვე დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტის დატოვებდა.
ეს ასეც იქნება, რადგან სიტიმ კევინს ახალი კონტრაქტი აღარ შესთავაზა, ბელგიელი ნახევარმცველი კი ახალი კლუბის ძიებაშია.
დე ბრუინმა მედიასთან აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის რამდენიმე კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, გადაწყვეტილებას კი ოჯახიდან და სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე მიიღებს.
ბოლო ინფორმაციით, დე ბრუინი ყველაზე ახლოს ნაპოლისთან და ლივერპულთან იყო. სხვათა შორის, მოჰამედ სალაჰმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მერსესაიდულ კლუბს კევინისთვის ადგილი მოეპოვება.