გაგნიძის სუპერ მატჩი უკრაინაში - გოლი და საგოლე პასი კარპატთან » სპორტის ხაზი

გაგნიძის სუპერ მატჩი უკრაინაში - გოლი და საგოლე პასი კარპატთან

გაგნიძის სუპერ მატჩი უკრაინაში - გოლი და საგოლე პასი კარპატთან
17-05-2025, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

უკრაინის პრემიერლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში კოვალიანკის „კოლოსმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ლვოვის „კარპატი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის გმირი ქართველი ლეგიონერი, ნიკა გაგნიძე გახდა, რომელმაც როგორც გოლი გაიტანა, ისე საგოლე გადაცემა გააკეთა.

პირველი ტაიმის შემდეგ „კოლოსი“ ერთი ბურთით ჩამორჩებოდა, თუმცა 55-ე წუთზე გაგნიძემ ზუსტი პასით ვლადისლავ ველეტენს გაატანინა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის მიწურულს, 89-ე წუთზე, თავად გაგნიძემაც მოახერხა გატანა — გადაცემით მიკოლა კოვტალიუკმა გამოიჩინა თავი, რომელიც ადრე საქართველოს ეროვნულ ლიგაში ასპარეზობდა.

ამ გამარჯვებით „კოლოსმა“ 35 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 24 მაისს, გუნდი კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი