ჟოაო ფელიქსს პრემიერ ლიგიდან მსურველი ჰყავს » სპორტის ხაზი

ჟოაო ფელიქსს პრემიერ ლიგიდან მსურველი ჰყავს

ჟოაო ფელიქსს პრემიერ ლიგიდან მსურველი ჰყავს
7-12-2022, 13:54
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გავლენიანი ესპანური წყარო, Marca იტყობინება, ახალგაზრდა პორტუგალიელ ფეხბურთელს, ჟოაო ფელიქსს ინგლისის პრემიერ ლიგიდან მსურველი ჰყავს. 23 წლის ფეხბურთელით "ასტონ ვილაა" დაინტერესებული.

ფელიქსი ამჟამად მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავს და გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა 18 შეხვედრა ჩაატარა, სადაც მის ანგარიშზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდულმა კლუბმა ფელიქსი ლისაბონის "ბენფიკადან" 127.2 მილიონ ევროდ 2019 წელს შეიძინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი