პორტუგალიური გამოცემა A Bola იუწყება, რომ ლონდონის "არსენალი" სერიოზულად აკვირდება ლისაბონის "სპორტინგის" შემტევს – ვიქტორ დიოკერეშს.
წყაროს ინფორმაციით, ინგლისური გრანდის მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას, 26 წლის შვედის დამატება პრიორიტეტად აქვს დასახული. მიუხედავად იმისა, რომ კლუბებს შორის ოფიციალური მოლაპარაკება ჯერჯერობით არ დაწყებულა, "არსენალი" მზად არის ფეხბურთელს 4 ან 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, წლიური ანაზღაურებით – 10 მილიონი ფუნტი.
ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 70-75 მილიონ ევროს შეადგენს.
გარდა დიოკერეშისა, "მეთოფეები" ყურადღებით აკვირდებიან "ნიუკასლის" ფორვარდ ალექსანდერ ისაკსაც, რაც იმას მოწმობს, რომ კლუბი შეტევითი ხაზის გაძლიერებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში აქტიურად გეგმავს.