VIDEO: ტიერი ანრი კვარაცხელიას გვარის წარმოთქმას ცდილობს » სპორტის ხაზი

VIDEO: ტიერი ანრი კვარაცხელიას გვარის წარმოთქმას ცდილობს

VIDEO: ტიერი ანრი კვარაცხელიას გვარის წარმოთქმას ცდილობს
6-12-2022, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ინგლისში არაერთი სპორტული გადაცემა არსებობს, სადაც პროფესიით ანალიტიკოსები და ყოფილი მოთამაშეები მნიშვნელოვან შეხვედრებს ერთობლივად განიხილავენ და დასკვნებს აკეთებენ.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას, როდესაც ნაპოლიმ ლივერპული 4-1 გაანადგურა, ტიერი ანრის ჰკითხეს, თუ რა იყო ხვიჩას რეალური გვარი, ფრანგმა კი ჯერ მას კვარადონა უწოდა, შემდეგ კი გვარის რეალურად წარმოთქმა სცადა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ძალიან გაუჭირდა, კლინტ დემპსიმ კი ამაზე საერთოდაც უარი თქვა, მიზეზი კი გვარის წარმოთქმის სირთულე გახლავთ - იხილეთ ვიდეო.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ჯგუფის პირველი ადგილით კვალიფიცირდა, სადაც ის გერმანიის წარმომადგენელს, კერძოდ ფრანკფურტის აინტრახტს თებერვლის შუა რიცხვებში დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი