ცნობილია - როგორ აპირებს მოვსარ ევლოევი ილია თოფურიას დამარცხებას » სპორტის ხაზი

ცნობილია - როგორ აპირებს მოვსარ ევლოევი ილია თოფურიას დამარცხებას

ცნობილია - როგორ აპირებს მოვსარ ევლოევი ილია  თოფურიას დამარცხებას
გუშინ, 12:50
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა მოვსარ ევლოევმა ილია თოფურიაზე და მისი დამარცხების გეგმაზე ისაუბრა.

"ილიას დამარცხების საიდუმლო მასზე ზეწოლა და წნეხში მოქცევაა - 5, 10 თუ 15 რაუნდი მნიშვნელობა არ აქვს, მასზე ზეწოლას განვახორციელებ მანამ, სანამ არ დანებდება და შემდეგ ფინიშზე დავიჭერ.

მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიარო, რომ თოფურიას უდიდეს პატივს ვცემ. ის ბრწყინვალე მებრძოლია და მისი დონის მოწინააღმდეგესთან ჩხუბი სერიოზული გამოწვევაა.

თუ გინდა საუკეთესო გახდე, საუკეთესოები უნდა დაამარცხო და ილიაც ერთ-ერთი მათგანია
", - განაცხადა ევლოევმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი