საუდის არაბეთის გუნდებს ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში სურდათ ანდრე ონანას შეძენა, თუმცა იმ დროს მეკარეს მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა უნდოდა.
კლუბების დაინტერესება კვლავ აქტიურია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის წინ - საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, რადგან ონანა იმედოვნებს, რომ ლიონთან მატჩში იუნაიტედის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება.
შეგახსენებთ 29 წლის მეკარემ მანჩესტერის მაისურით ჩატარებულ 94 მატჩში კარი 23-ჯერ შეინახა მშრალად და ჯამში 139 გოლი გაუშვა.