"მისი ოქტაგონზე ცემა მინდა, რადგან ქართველებზე ეს თქვა" - თოფურია პიმბლეტზე » სპორტის ხაზი

"მისი ოქტაგონზე ცემა მინდა, რადგან ქართველებზე ეს თქვა" - თოფურია პიმბლეტზე

"მისი ოქტაგონზე ცემა მინდა, რადგან ქართველებზე ეს თქვა" - თოფურია პიმბლეტზე
12-04-2025, 11:28
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია PDB Podcast-ის სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის პედი პიმბლეტთან დაპირისპირებასზეც.

"ჩვენი დაპირისპირება იმით დაიწყო, რომ საქართველოზე ძალიან დიდი სისულელე თქვა. ამბობდა, ახლა მესმის რუსეთი საქართველოს რატომ ბომბავსო. მას არასდროს უცხოვრია ქვეყანაში, რომელიც ომშია ჩართული მე კი მიცხოვრია და ვიცი, ეს რას ნიშნავს. ამაზე ხუმრობა არ შეიძლება!

იმედია ერთ დღეს მე და პედი ოქტაგონს გავიყოფთ და ყველაფერს მიხვდება... დიახ, მასთან ჩხუბი მინდა!
", - განაცხადა ილიამ.

შეგახსენებთ, თოფურია ამჟამად ორი მეტოქისთვის: ისლამ მახაჩევისთვის და ჩარლ ოლივერიესასთვის ემზადება და ორგანიზაციის ზარს ელოდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი