"მათი შეხვედრა ნამდვილი საჩუქარი იქნება" | EJU ბექაურისა და ბეიკერის წყვილზე » სპორტის ხაზი

"მათი შეხვედრა ნამდვილი საჩუქარი იქნება" | EJU ბექაურისა და ბეიკერის წყვილზე

"მათი შეხვედრა ნამდვილი საჩუქარი იქნება" | EJU ბექაურისა და ბეიკერის წყვილზე
2-12-2022, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

წარმატებული ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური ამჟამად იაპონიაში იმყოფება და ის, ხვალიდან ტოკიოს გრანდ სლემში დაიწყებს ასპარეზობას, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ვაჟებში მხოლოდ და მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლება.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის მასპინძლები ყველა წონაში ერთბაშად 4 ძიუდოისტს გაიყვანენ, ლაშა ბექაურის წონით კატეგორიაში (90კგ) კი, ქართველის კონკურენტები სანშირო მურაო, შოიჩირო მუკაი, კოსუკე მაშიამა და მაშუ ბეიკერი იქნებიან. ევროპის ძიუდოს კავშირმა, იგივე EJU-მ აღნიშნული ტურნირის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე მეტი ყურადღება სწორედ ლაშა ბექაურისა და მაშუ ბეიკერის შესაძლო დაპირისპირებაზე გაამახვილა:

"90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტურნირის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტი იაპონელი მაშუ ბეიკერია, რომელმაც 2016 წელს ოლიმპიური ჩემპიონის მედალი მიიღო, მას შემდეგ კი 2019 წლიდან პაუზა ჰქონდა, არადა, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს საქართველოდან, ლაშა ბექაურს სწორედ იმავე წელს მოუგო. ეს ტაშკენტში მოხდა, კერძოდ გრან პრიზე ბრინჯაოსთვის შეხვედრაში. აღსანიშნავია, რომ იმ ბრძოლიდან მალევე ლაშა ბექაური იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რასაც ქინგდაოს მასტერსის მოგებაც მიაყოლა. ლაშა ბექაურის პროგრესირება და დიდებული სვლა სწორედ იმ პერიოდში დაიწყო. თუკი ბექაური და მაშუ ბეიკერი ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან, ეს ფანებისთვის ნამდვილი საჩუქარი იქნება." - წერს EJU.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი