'ფულის მიცემას თავიდანვე არ ვაპირებდი' - ვოიცეხ შჩესნიმ მესისთან საინტერესო დიალოგი გაიხსენა » სპორტის ხაზი

'ფულის მიცემას თავიდანვე არ ვაპირებდი' - ვოიცეხ შჩესნიმ მესისთან საინტერესო დიალოგი გაიხსენა

'ფულის მიცემას თავიდანვე არ ვაპირებდი' - ვოიცეხ შჩესნიმ მესისთან საინტერესო დიალოგი გაიხსენა
2-12-2022, 16:49
Aa Aa
გაზიარება:

პოლონეთის ნაკრების გოლკიპერმა ვოიცეხ შჩესნიმ იმ სახალისო მომენტზე ისაუბრა, რომელიც არგენტინისა და პოლონეთის ნაკრებების დაპირისპირებისას ვიხილეთ.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში მსაჯმა პოლონელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ლეომ ვერ გამოიყენა, მანამდე კი, მეტოქეებს შორის საინტერესო საუბარი გაიმართა.

"სანამ არბიტრი VAR-ის საშუალებით გადაწყვეტილებას იღებდა, გასაუბრების დრო გვქონდა. მესის ვუთხარი, 100 ევროს ჩამოვდივარ, რომ პენალტს არ დანიშნავს-თქო. ასე რომ, ეს ფული წავაგე, თუმცა, მის გადახდას თავიდანვე არ ვაპირებდი. არ ვიცი, მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს დასაშვებია თუ არა, იქნებ დამაჯარიმონ კიდეც, მაგრამ ეს არ მაინტერესებს. ლეოს თანხას როგორ მივცემდი, ჩემი 100 ევრო რაში სჭირდება?"
- ხუმრობით განაცხადა პოლონელმა გოლკიპერმა.

წაგების მიუხედავად შესნის ხასიათი არ შეცვლილა, რადგან გუნდი 1986 წლის შემდეგ პირველად მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა.

პოლონელები მომდევნო შეხვედრას 4 დეკემბერს, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი