"თუ ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო, მინდა იცოდეთ, რომ...", - მიულერის კომენტარი კოსტა-რიკასთან შეხვედრის შემდეგ » სპორტის ხაზი

"თუ ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო, მინდა იცოდეთ, რომ...", - მიულერის კომენტარი კოსტა-რიკასთან შეხვედრის შემდეგ

"თუ ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო, მინდა იცოდეთ, რომ...", - მიულერის კომენტარი კოსტა-რიკასთან შეხვედრის შემდეგ
2-12-2022, 01:33
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრაში, გერმანიის ნაკრები კოსტა-რიკას დაუპირისპირდა და მეტოქე 2:4 დაამარცხა.

მიუხედავად ამ მოგებისა, გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ზედიზედ მეორედ ჩარჩა, რადგან პარალელურ შეხვედრაში ესპანეთი იაპონიასთან დამარცხდა.

კოსტა-რიკასთან მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან ტომას მიულერმა ისაუბრა:

"თუ ეს ჩემი ბოლო თამაში იყო, მისგან დიდი სიამოვნება მივიღე. ჩვენ ერთად წარმოუდგენელი მომენტები განვიცადეთ, ყოველ მატჩში ვცდილობდი მოედანზე გული დამეტოვებინა და ამას გერმანიის სიყვარულით ვაკეთებდი", - განაცხადა მიულერმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი