საქართველო სომხეთის ეროვნულ ნაკრებს 4 დღეში შეხვდება, იქამდე კი ქართველი ფეხბურთელები საკლუბო ფეხბურთში ბოლო მატჩებს გამართავენ.
როგორც იცით, ჩვენს გუნდს პლეიოფის პირველ შეხვედრაში საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაკლისი ექნება. ვილი სანიოლს კაპიტნის, გურამ კაშიას და გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ჩანაცვლება მოუწევს.
იქედან გამომდინარე თუ ვინ როგორ ფორმაშია, რა სიხშირით თამაშობს ნაკრებში და რა ტაქტიკას ანიჭებს სანიოლი უპირატესობას, ყველაზე დიდი შანსია, რომ საქართველო სომხეთთან სათამაშოდ ასეთი სქემით და შემადგენლობით გავიდეს, - იხილეთ ფოტო
იმ შემთხვევაში თუ ნაკრებს შეტევაში გაძლიერება დასჭირდება, ვილი სანიოლს სათადარიგოთა სკამიდან ზურიკო დავითაშვილის და კარგ ფორმაში მყოფი წიტაიშვილი/გულიაშვილის დუეტის შემოყვანა შეეძლება.