ხვალ, ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში რეალ მადრიდი სტუმრად ვილიარეალს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა.
"ვინისიუსს მეტი დასვენება სჭირდება, მაგრამ ხვალ 100%-ით ხელმისაწვდომი იქნება. ჩემთვის ის საკვანძო მოთამაშეა", - განაცხადა ანჩელოტიმ.
ცნობისთვის, 27 ტურის შემდეგ რეალი 57 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ამდენივე ქულა აქვს პირველადგილოსან ბარსელონას, თუმცა ჰანს ფლიკის გუნდს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.