ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს მოჰყავს ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს სიტყვები, რომელიც 2026 წლის მუნდიალზე დიდ სიახლეს აანონსებს.
როგორც ინფანტინო ამბობს, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დიდ შესვენებაზე გასართობი შოუ მოეწყობა, ზუსტად ისე, როგორც ეს სუპერ ბოულის შემთხვევაში ხდება ხოლმე.
მაგალითისთვის, ბოლო სუპერ ბოულის გასართობ შოუში ამერიკელი რეპერი, კენდრიკ ლამარი მონაწილეობდა, ფიფა კი ანალოგიურის გაკეთებას შეეცდება.