"ვერ ვიტყვი კვარას ყიდვა გვსურდა თუ არა, მაგრამ.." - "ლივერპულის" თავკაცი ქართველზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ვერ ვიტყვი კვარას ყიდვა გვსურდა თუ არა, მაგრამ.." - "ლივერპულის" თავკაცი ქართველზე საუბრობს

"ვერ ვიტყვი კვარას ყიდვა გვსურდა თუ არა, მაგრამ.." - "ლივერპულის" თავკაცი ქართველზე საუბრობს
გუშინ, 02:46
Aa Aa
გაზიარება:

"ლივერპულის" თავკაცმა არნე სლოტმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "პარი სენ-ჟერმენთან" დაპირისპირებამდე მედიის კითხვებს უპასუხა.

სლოტს მერსისაიდელთა მხრიდან კვარაცხელიას მიმართ ინტერესზე ჰკითხეს:

"ინგლისში ხალხი ამბობს, რომ ჩვენ ყველა ფეხბურთელის ყიდვა გვინდა. თუ Sky Sports ჩართავ, გაიგებ რომ მსოფლიოს ყველა ფეხბურთელით ვართ დაინტერესებული. მე ვერ ვიტყვი კვარას ყიდვა გვსურდა თუ არა, მაგრამ ის დიდებული მოთამაშეა. ძალიან მომწონდა ის "ნაპოლი", რომელშიც კვარა თამაშობდა”.

"წავიკითხე ენრიკეს კომენტარი, მან თქვა რომ "ლივერპულს" ძალიან სწრაფი შემტევები ჰყავს, მაგრამ არც ბარკოლა და კვარაცხელიაა ნელი. ჩვენ გვაქვს გეგმა, ისევე როგორც პარიზელებს"


- ამბობს შოტლანდიელი სპეციალისტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი