საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაასრულა და ევროპის პირველობაზე ზედიზედ მეექვსედ კვალიფიცირდა.
ჩვენმა ნაკრებმა გადამწყვეტი შეხვედრა ბოლოსწინა ტურში დანიასთან ითამაშა და დაძაბულ შეხვედრაში მეტოქეს 2 ქულის სხვაობით ვაჯობეთ.
FIBA სწორედ ამ მატჩამდე დალაგებულ სიას აქვეყნებს, სადაც ევრობასკეტის შესარჩევში მონაწილე 32 ნაკრები სიძლიერის მიხედვითაა დალაგებული.
საქართველო აღნიშნულ სიაში მე-15 ადგილზე გავიდა და ისეთმა ნაკრებებმა გაგვასწრეს, როგორებიცაა ბოსნია, ესტონეთი, ისრაელი და მონტენეგრო.
რაც შეეხება საუკეთესოთა ხუთეულს, ის ასე გამოიყურება:
1. სერბეთი
2. საფრანგეთი
3. საბერძნეთი
4. ლატვია
5. თურქეთი