საქართველოს 16-წლამდე ნაკრები, 25 და 27 თებერვალს, 17:00 საათზე, რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, თურქეთის ასაკობრივ გუნდთან 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ალექსანდრე კობახიძის 16-წლამდე ნაკრები, სექტემბერში, მომდევნო 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ჯგუფში, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს, ჩვენი 16-წლამდელები - საბერძნეთს და ისლანდიას დაუპირისპირდებიან.
შემადგენლობაში, ადგილობრივ ფეხბურთელებთან ერთად, ვხედავთ სამ ახალ სახეს, ქართული დიასპორიდან, რომელზეც, როგორც ჩანს ფედერაციამ სამუშაო გასწია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოთამაშე ნახევარმცველი გეგა დათუნაიშვილი. გერმანული "ოსნაბრიუკის" ასაკობრივ გუნდში მოასპარეზე ნახევარმცველი ლუკა კნოევი და ფრანგული "გენგამის" ფორვარდი ანდრია სვანიძე.
U16 | შემადგენლობა
მეკარეები: მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), ლუკა მამასახლისი (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), გიგა გიგაური (სელერო).
მცველები: დავით ცქვიტაია (დინამო თბილისი), გიორგი ლეჟავა (სელერო), ალიკა გეთიაშვილი (დინამო თბილისი), იოანე გოგიჩაიშვილი(დინამო თბილისი), ანდრია ფოცხვერია (დინამო თბილისი), ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), ლუკა გიორგაძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), თორნიკე ფილაური (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: გეგა დათუნაიშვილი (სედარ სტარს აკადემია, აშშ), ლუკა შარვაშიძე (დინამო თბილისი), ლუკა ხელაძე (იბერია 1999), გიორგი ლაგვილავა (35-ე სკოლა), ლუკა კნოევი (ოსნაბრუკი, გერმანია), გიორგი გორგაძე (დინამო თბილისი), დაჩი მერკვილაძე (სელერო), ლუკა ჯუღელი (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი), ანდრია სვანიძე (გენგამი, საფრანგეთი), ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913).