"კვარას ტრანსფერზე სუპერ აგენტი მუშაობდა" - ფაბრიციო რომანო უცნობ დეტალს ამხელს » სპორტის ხაზი

"კვარას ტრანსფერზე სუპერ აგენტი მუშაობდა" - ფაბრიციო რომანო უცნობ დეტალს ამხელს

"კვარას ტრანსფერზე სუპერ აგენტი მუშაობდა" - ფაბრიციო რომანო უცნობ დეტალს ამხელს
19-02-2025, 14:11
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერის აქამდე უცნობ დეტალს ამხელს და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებში გავლენიანი პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენდეშიც იყო ჩართული.

"ეს არავინ იცის, მაგრამ ჟორჟე მენდეში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში ჩართული იყო - მართალია ის არც ფოტოში და არც სადმე სხვაგან არ გამოჩენილა, მაგრამ ეს სიმართლეა.

მენდეშს ნაპოლის პრეზიდენტთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და მას პსჟ-სთანაც ბევრჯერ ჰქონია მოლაპარაკებები.

დღეისათვის, დიდი აგენტები ყოველთვის არიან შუამავლები, როცა საფეხბურთო სამყაროში დიდი სატრანსფერო ოპერაციები ხორციელდება
", - აცხადებს ფაბრიციო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი