Planet Rugby : 'ბორჯღალოსნების 6-ერში შესვლა დროის საკითხია' » სპორტის ხაზი

Planet Rugby : 'ბორჯღალოსნების 6-ერში შესვლა დროის საკითხია'

Planet Rugby : 'ბორჯღალოსნების 6-ერში შესვლა დროის საკითხია'
29-11-2022, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

ზუსტად 10 დღის წინ 'ბორჯღალოსნებმა' კარდიფში ისტორიული მოგება დააფიქსირეს და როგორც უცხოური მედია საუბრობს, 6 ერში გაწევრიანებას კიდევ უფრო მიუახლოვდნენ.

ამაზე PlanetRugby სტატიას აქვეყნებს, სადაც ქართველი მორაგბეების ამ გამარჯვებას იხსენებს და 6 ერში შესვლას წინასწარმეტყველებს.

"19 ნოემბერს ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს და კარდიფი დაიპყრეს. ამ გამარჯვების მთავარი შედეგი კი 6 ერი გახლავთ, სადაც მოხვედრისათვის მორაგბეებმა უდიდესი ნაბიჯი გადადგეს.


Planet Rugby : 'ბორჯღალოსნების 6-ერში შესვლა დროის საკითხია'

ბორჯღალოსნების ისტორიული გამარჯვება

უნდა აღინიშნოს, რომ ამ გამარჯვებას ხელმძღვანელობდა მთავარი მწვრთნელი, რომელიც ცოტა ხნის წინ კოვიდ-19 ის გამო იბრძოდა, ახლი კი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ახლა, მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის შევლენ ისინი ამ ბრძოლაში."

მოგახსენებთ, რომ 2022 წელს მარტო უელსი არ ყოფილა ის ნაკრები, რომელმაც საქართველოსთან მარცხი იგემა. ქართველმა მორაგბეებმა ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით 10 ივლისს, ბათუმი არენაზე იტალიის ნაკრებიც დაამარცხეს და პირველი ხმამაღალი განაცხადა გააკეთეს 6-ერში მოსახვედრად.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი