UFC-ის ქართელმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ საკუთარი ძმის, ალექსანდრე თოფურიას მოახლოებულ დებიუტზე იასაუბრა.
"ჩემი ძმის ოქტაგონზე გამოსვლას მოუთმენლად ველოდები - ის ბრწყინვალედ არის მომზადებული. ჩვენ მთელი ცხოვრება ამ სპორტს მივუძღვნეთი და მასში 100%-ით დარწმუნებული ვარ.
ჩემი ძმის შესაძლებლობები კარგად ვიცი. ის ჩემპიონი გახდება და ეს მხოლოდ დროის საკითხია!", - განაცხადა ილიამ.
შეგახსენებთ, ალექსანდრე 9 თებერვალს ავსტრალიელ კოლბი თიქნესის დაუპირისპირდება.