"მსურს ახსოვდეთ, რომ ქვეყნისთვის ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი" | გურამ კაშია » სპორტის ხაზი

"მსურს ახსოვდეთ, რომ ქვეყნისთვის ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი" | გურამ კაშია

"მსურს ახსოვდეთ, რომ ქვეყნისთვის ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი" | გურამ კაშია
28-11-2022, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სლოვან ბრატისლავას ქართველ ფეხბურთელთან, კერძოდ გურამ კაშიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც გურამის საფეხბურთო კარიერა, მიღწევები, ნაკრებთან დამოკიდებულება და კიდევ არაერთი საინტერესო საკითხია გაშლილი:

"მოხარული ვარ, რომ შრომა მიფასდება და ყველაფერი ციფრებში, რეკორდებში აისახება. რასაკვირველია, თავიდან ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეროვნულ გუნდში 100 შეხვედრა მექნებოდა, თუმცა ამისთვის ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯებოდი და ვირჯებოდი, რაც იოლი არ ყოფილა, რადგან წლების განმავლობაში მწვრთნელისთვის ყოველთის არჩევადი ფეხბურთელი უნდა იყო."

"ჩემს გამოცდილებას ბევრ ახალგაზრდა მოთამაშეს ვუზიარებ და ვცდილობ, რომ ისინი სანაკრებო ატმოსფეროს იდეალურად შევაგუო. ხანდახან მათთან მკაცრად ლაპარაკი მიწევს, ვეუბნები, რომ ჯანსაღად იკვებონ, რადგან მსურს, რომ თავი კარგად წარმოაჩინონ და ნაკრებსაც დაეხმარონ."

"სადაც არ მითამაშია, ქომაგები მხარს ყოველთვის ძალიან მაგრად მიჭერდნენ, რისთვისაც მადლობელი ვარ. ძირითადად, ენერგია, მუხტი, შემართება, თავდადება - ყველაფერი ეს სწორედ მათგან მოდის, მე კი უფლება არ მაქვს, რომ მათი მხარდაჭერა კარგი თამაშით არ დავაფასო. მიყვარს, როცა ზეწოლის ქვეშ ვთამაშობ, ამ დროს უფრო მობილიზებული და კონცენტრირებული ვარ, კომფორტი დიდად არ მიყვარს."

"რასაკვირველია, ჩვენს ქვეყანას ჩემზე გაცილებით ძლიერი ფეხბურთელები ჰყოლია, თუმცა თავად ყოველთვის გუნდთან ერთად ვარ, რის გამოც მსურს, რომ გამიხსენონ ისეთ ფეხბურთელად, ვინც ნაკრებისთვის ყოველთვის 100%-ით იხარჯებოდა." - ამბობს გურამ კაშია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი