'ნინიაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა' - ახალგაზრდა მორაგბე მსოფლიოს თავს ახლოდან აცნობს » სპორტის ხაზი

'ნინიაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა' - ახალგაზრდა მორაგბე მსოფლიოს თავს ახლოდან აცნობს

'ნინიაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა' - ახალგაზრდა მორაგბე მსოფლიოს თავს ახლოდან აცნობს
28-11-2022, 13:22
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო რაგბს დავით ნინიაშვილის შესახებ არაერთხელ სმენია. ქართველი მართლაც განსაკუთრებულია და ყოველ შეხვედრაში ჩანს მისი მონდომება, თავგანწირვა და სურვილი იმისა, რომ გახდეს პროფესიონალი მორაგბე.

ახალგაზრდა სპორტსმენის მორიგი აღიარება 'ტულუზასთან' მატჩს უკავშირდება, სადაც 20 წლის მორაგბემ თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, რასაც სტატისტიკა და მის მიერ დადებული ულამაზესი ლელოც მოწმობს.

აღნიშნული შეხვედრა 'ლიონის' გამარჯვებით 21:14 დასრულდა, გუნდის ძირითად შემადგენლობაში კი დავითთან ერთად ბექა საღინაძეც იყო, რომელიც მოედნის ცენტრი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

'ნინიაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა' - ახალგაზრდა მორაგბე მსოფლიოს თავს ახლოდან აცნობს

ნინიაშვილი და საღინაძე 'ლიონის' რიგებში გამორჩეულები იყვნენ

შეხვედრის დასრულების შემდეგ უცხოური მედია ნინაშვილის კარგ თამაშს გამოეხმაურა:

Rugbyrama : 'ქართველი ფენომენი მხოლოდ 20 წლისაა. ის უცხოპლანეტელს ჰგავს. ნინიაშვილი ლიონის შეტევის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა.'

LeProgres: 'ნინიაშვილი თავის ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა. ის ბრილიანტია, რომელსაც კიდევ უფრო შეუძლია გაბრწყინება.'

ამასთან საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-11 ტურის დასრულების შემდეგ, Midi Olympique-მ ტურის სიმბოლური გუნდი გამოქვეყნა, რომელშიც სამი ქართველი მორაგბე მოხვდა.


სამი ქართველი სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი