არაერთი გამოცემის და წყაროს ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძით გალათასარაისთან ერთად რომაცაა დაინტერესებული, რომელსაც ქართველ მოთამაშეს აქამდეც უკავშირებდნენ.
თურქების უარით გასტუმრების შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, ქართველმა შემტევმა რომასაც ანალოგიური პასუხი შეუთვალა, რადგან მისი მიზანი ლიონში დარჩენა და იქ თამაშია.
აღნიშნულის შესახებ Footmercato-მ დაწერა, რომლის მიხედვითაც მიქაუტაძე არსად გადასვლას არ აპირებს.
გიორგი მიქაუტაძეს ლიონში გადასვლიდან 27 მატჩი აქვს გამართული, რა დროშიც მან 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.