მამუკელაშვილის 6 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი პარიზში » სპორტის ხაზი

მამუკელაშვილის 6 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი პარიზში

მამუკელაშვილის 6 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი პარიზში
24-01-2025, 15:10
Aa Aa
გაზიარება:

სან ანტონიო სპურსი“, რომელშიც ქართველი ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს, პარიზშია, სადაც NBA-ის მორიგი ტურის მატჩში „ინდიანა პეისერსს“ შეხვდა და 140:110 გაიმარჯვა.

ეს გახლლავთ ნბა-ს ტრადიციული პროგრამის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ნბა-ს გუნდები ევროპაში მართავენ თამაშებს.

სანანტონიოელთა მოგება უმთავრესად ფრანგი ვიქტორ ვემბანიამას დამსახურებაა, რომელმაც 30 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა. მამუკელაშვილის სტატისტიკა ასეთი იყო: 11 წუთი, 6 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.

20 მოგებითა და 22 წაგებით „სან ანტონიო“ დასავლეთის კონფერენციაში მე-12 ადგილზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი