ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმი" ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპზე ერთ-ერთ ლიდერს, "ატალანტას" ესტუმრა, 0:5 დამარცხდა და გათამაშებას დაემშვიდობა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი "შტურმის" ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა, მაგრამ გუნდის პასიურობიდან გამომდინარე განსაკუთრებული ვერაფერი შემოგვთავაზა.
შეფასების სახით კი თავის გუნდში საუკეთესოდ Sofascore-მ დაასახელა და ქართველს 7,2 ქულიანი შეფასება დაუწერა.
გრაცის "შტურმი" 7 ტურის შემდეგ 3 ქულით დარჩა და ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა.