ავსტრიის ბუნდესლიგის 2023/2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და ის კლუბში 2027 წლამდე დარჩება.
"ოთარ კიტეიშვილი პროფესიონალიზმით გამორჩეული ფეხბურთელი, ჩვენი გუნდის ხარისხის მაჩვენებელი და ლიდერია როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. მოხარული ვართ, რომ ოთარმა „შტურმთან“ კონტრაქტი კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა და ჩვენთან ერთად შეეცდება დიდი მიზნების მიღწევას. „შტურმისთვის“ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი"
- ამბობს გრაცელთა სპორტული დირექტორი, მაიკლ პარენსენი.
"კლუბში 2018 წლიდან ვარ და აქამდე შესანიშნავი დრო გავატარე. "შტურმში" ყოველთვის დიდი მიზნები მქონდა, ეს არ შეცვლილა, ამიტომ ვამაყობ და ბედნიერი ვარ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებით.
ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ "შტურმის" წარმატებული სვლის გასაგრძელებლად." - კიტეიშვილი.
კიტეიშვილი ავსტრიაში თბილისის "დინამოდან" 2018 წელს გადავიდა.
ამ პერიოდში საქართველოს ნაკრების 28 წლის ფეხბურთელმა გრაცელთა კლუბის შემადგენლობაში 208 მატჩი ჩაატარა, 47 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა მიითვალა.