"ბარსელონა იყო კლუბი, რომელიც მიყვარდა" - ნეიმარი » სპორტის ხაზი

"ბარსელონა იყო კლუბი, რომელიც მიყვარდა" - ნეიმარი

"ბარსელონა იყო კლუბი, რომელიც მიყვარდა" - ნეიმარი
18-01-2025, 14:21
Aa Aa
გაზიარება:

მედიაში ალ ჰილალის ფეხბურთელის, ნეიმარის კომენტარი ვრცელდება, რომელიც მან ყოფილი კლუბის, ბარსელონას შესახებ გააკეთა.

ბარსელონა სწორედ ის კლუბია, რომელიც მიყვარდა. ეს ნამდვილი სიყვარული იყო. რონალდინიოს ეპოქის შემდეგ მათ მუდმივად ვუყურებდი და ვამბობდი, რომ იქ თამაში მსურდა, რაც შემდეგ რეალობად იქცა.

ვნანობ თუ არა რამეს? - არა, ფეხბურთში ჩემს გადაწყვეტილებებს არ ვნანობ.

- თქვა ნეიმარმა.

ბევრ გულშემატკივარს დღემდე მიაჩნია, რომ ნეიმარმა უმთავრესი შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც ბარსელონა დატოვა და პსჟ-ის შეუერთდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი