"თელავს" ახალი თავკაცი ჰყავს - კლუბს ვალერი გაგუა გაწვრთნის » სპორტის ხაზი

"თელავს" ახალი თავკაცი ჰყავს - კლუბს ვალერი გაგუა გაწვრთნის

"თელავს" ახალი თავკაცი ჰყავს - კლუბს ვალერი გაგუა გაწვრთნის
15-01-2025, 19:35
Aa Aa
გაზიარება:

ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ ჩვენს გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - სკ "თელავს" 44 წლის ვალერი გაგუა გაწვრთნის.

ვალერი გაგუა 1980 წლის 26 თებერვალს დაიბადა, სამწვრთნელო საქმიანობა კი "დინამოს" აკადემიაში დაიწყო, ბოლოს კი "დინამო 2"-ს წვრთნიდა

ვალერი გაგუას თანაშემწეები ლევან მერებაშვილი და ალექსანდრ პარნიუკი (ფიზმომზადების მწვრთნელი) იქნებიან, მეკარეების მწვრთნელად კვლავაც ბუხუ ოდიკაძე იმუშავებს, ანალიტიკოსად კი ანდრო გიორგობიანი

"ფეხბედნიერი იყოს ბატონო ვალერი თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები "თელავთან" ერთად"

- ვკითხულობთ თელაველთა სოციალურ მედიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი