წერილი ჩეფერინს - გერმანია რუსეთისა და ბელარუსის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნას ითხოვს » სპორტის ხაზი

წერილი ჩეფერინს - გერმანია რუსეთისა და ბელარუსის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნას ითხოვს

წერილი ჩეფერინს - გერმანია რუსეთისა და ბელარუსის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნას ითხოვს
17-09-2022, 19:41
Aa Aa
გაზიარება:

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, ნენსი ფაიზერმა, უეფას პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების მოხსნა მოითხოვა.

" როგორც რუსეთს, ასევე ბელარუსს, ყველა საერთაშორისო ტურნირზე თამაში უნდა აეკრძალოთ. ყველა ამ ქვეყნებთან დაახლოებული პირი უნდა დაისაჯოს და ჩამოერთვას სპორტთან შეხების უფლება. ფეხბურთმა მტკიცე რეაგირება უნდა მოახდინოს იმაზე, რაც დღეს მსოფლიოში ხდება." - ციტირებს მინისტრის სიტყვებს Spiegel-ი.

შეგახსენებთ, რომ უეფამ, რუსეთის ეროვნულ გუნდს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში მონაწილეობა აუკრძალა. ამასთან, რუსულ კლუბებს ასევე აეკრძალათ 2022/23 წლების სეზონში, ევროტურნირებზე თამაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.