ხვიჩა კვარაცხელიას იტალიელმა აგენტმა, კრისტიან ძაკარდომ ქართველის შესაძლო ტრანსფერზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მომავალზე გარკვეული მინიშნებები გააკეთა.
"კვარაცხელია ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, ის იტალიაში ჩამოვიდა, სკუდეტო მოიგო და წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. კონტეს სახით მას ჰყავს მწვრთნელი, ვისთანაც კიდევ უფრო განვითარება შეუძლია.
მთავარი ისაა, რომ ხვიჩა კარგად თამაშობს, ნაპოლი კი თამაშებს იგებს. დატოვებს თუ არა კვარა ნაპოლის? - მას გუნდთან კონტრაქტი აქვს, ამიტომ ყველაფერი ორი მხარის გადასაწყვეტია - თავად კვარაცხელიასი და კლუბის"
- ამბობს იტალიელი.