ლუკა სილაგაძემ ლატვიური RFS დატოვა - რა გახდა ქართველის წასვლის მიზეზი? » სპორტის ხაზი

ლუკა სილაგაძემ ლატვიური RFS დატოვა - რა გახდა ქართველის წასვლის მიზეზი?

ლუკა სილაგაძემ ლატვიური RFS დატოვა - რა გახდა ქართველის წასვლის მიზეზი?
4-01-2025, 20:44
Aa Aa
გაზიარება:

ლუკა სილაგაძემ RFS თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ლატვიური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 25 წლის ქართველ ნახევარმცველთან ხელშეკრულება ამოიწურა და მხარეებმა ის აღარ გაახანგრძლივეს.

ლუკამ RFS-ის მაისურით ყველა ტურნირის 17 შეხვედრაში (აქედან 6 ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაზე) ითამაშა და გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა.

"მადლობა, ჩემპიონო! მადლობას ვუხდით ნახევარმცველს ჯადოსნურ სეზონში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომ კარიერაში"

- წერს კლუბი.

სილაგაძე RFS-ს გასულ ზაფხულს, "ლიეპაიადან" შეუერთდა და გუნდის მეორე ქართველ ლეგიონერთან, ლაშა ოდიშარიასთან ერთად, ლატვიის ჩემპიონი და თასის გამარჯვებული გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი