UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა ალდო მარტინესმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ქართველი მებრძოლის მომავალზეც.
"ილიას უზარმაზარი პოტენციალი აქვს და თუ ამ გზას გააგრძელებს, 2025 წელს საუკეთესო იქნება. ის, რასაც მან უკვე მიაღწია ნამდვილად შთამბეჭდავია, მაგრამ რასაც ამიერიდან იზამს, კიდევ უფრო უკეთესი იქნება.
ყველაფერს რასაც ვაკეთებთ წინასწარ მკაცრად გაწერილი გეგმაა, ალბათ ეს არის ის, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ჩვენს მეტოქეებთან შედარებით ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ და პროგრესი გავაგრძელოთ", - განაცხადა მარტინესმა.