ესპანური გამოცემების ცნობით, ალფონსო დეივისის დამატებისთვის "რეალთან" ერთად კატალონიის "ბარსელონაც" სერიოზულად იბრძოლებს.
კანადელ ფეხბურთელს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღება შეუძლია, ის გერმანიაში ახალ კონტრაქტს არ აფორმებს და "ბაიერნს" მალე დაემშვიდობება.
ლაპორტას ძალიან მოსწონს ალფონსოს უფასოდ დამატების იდეა.
არსებული ცნობით, კატალონიური მხარე ბრძოლაში სერიოზულად შედის და ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ „რეალმა“ კანადელი ვერ დაიმატოს.