ამ წუთებში მიმდინარეობს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა, სადაც საქართველოს მეტოქე გუნდები ირკვევა.
როგორც გავიგეთ, საქართველოს ნაკრები 4-გუნდიან ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი პირველი მეტოქე თურქეთის ნაკრები გახლავთ.
გარდა თურქეთისა, ჩვენს ჯგუფში ჩაჯდა ბულგარეთიც. მასთან ერთად მეოთხე ნაკრები ესპანეთსა და ნიდერლანდების ერთა ლიგის პლეიოფში გამარჯვებული ნაკრები იქნება.
შესაბამისად, გვაქვს ორი ვარიანტი:
საქართველო
ბულგარეთი
ესპანეთი
თურქეთი
ან
საქართველო
ბულგარეთი
ნიდერლანდები
თურქეთი
ლოგიკურად, საქართველომ ამ ჯგუფში მე-2 ადგილისთვის უნდა იბრძოლოს ბულგარეთთან და თურქეთთან ერთად, რაც პლეიოფის საგზურს იძლევა.