13 დეკემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის პირველ მატჩს კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.
თამაშამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ თბილისი არენაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
მოახლოებული მატჩის შესახებ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, გიორგი ღავთაძემ და ნიკა ხარატიშვილმა ისაუბრეს.