UFC-ში მოასპარეზე ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე სოციალური ქსელის მეშვეობით UFC-ს მიმართავს და აზერბაიჯანელ რაფაელ ფიზიევთან ბრძოლის ჩანიშვნას ითხოვს.
"სალამი, რაფაელ.
მენეჯმენტმა მაცნობა, რომ რაფაელ ფიზიევს არ ჰყავს მოწინააღმდეგე და მასთან ბრძოლა არავის უნდა.
უმაგრესი შეხვედრა, რომელსაც გულშემატკივარიც დაუჭერს მხარს. დამატებით, ეს შეიძლება წლის ბრძოლაც კი იყოს. 1 თებერვალს, საუდის არაბეთში"
- წერს ქუთათელაძე.