"ამ აქციის სახელი და მოთხოვნაა.." - ლაშა ტალახაძის კომენტარი საპროტესტო მოვლენებზე » სპორტის ხაზი

"ამ აქციის სახელი და მოთხოვნაა.." - ლაშა ტალახაძის კომენტარი საპროტესტო მოვლენებზე

"ამ აქციის სახელი და მოთხოვნაა.." - ლაშა ტალახაძის კომენტარი საპროტესტო მოვლენებზე
29-11-2024, 21:43
Aa Aa
გაზიარება:

ოლიმპიური ჩემპიონი და "ქართული ოცნების" დეპუტატი ლაშა ტალახაძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოვლენებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

"დღევანდელი ახსნების მერეც ვინც აპროტესტებს, იმას გაგება არ უნდა ესე იგი.

საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება. ეს ითქვა. არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით,
გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე.

ასევე ითქვა, რომ 4 წელი ჩვენ არ შევეხვეწებით მოლაპარაკებების გახსნას. გაგვიხსნიან? იმწუთას მოვაწერთ ხელს დაუფიქრებლად.

შესაბამისად, ამ აქციის სახელი და მოთხოვნაა "რას ქვია არ შეეხვეწებით". აბა სხვა გასაპროტესტებელი აღარაფერი დარჩა"


- ვკითხულობთ ტალახაძის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი