მსოფლიო საფეხბურთო მედია იტალიის ნაკრების ნახევარმცველის, მარკო ვერატის, რომელიც ამჟამად ყატარული "ალ-არაბის" მაისურს ირგებს, იტალიაში შესაძლო დაბრუნებაზე წერს, ვინაიდან ვერატის დამატების სურვილს საკუთარ გუნდში სერია A-დან გამოთქვამენ.
Marca-ზე დაყრდნობით შეგვიძლია კლუბიც დავასახელოთ, "ინტერი", რომელსაც მარკო დიდი ხანია ხიბლავს და ახლა შანსი აქვს ეს სურვილი დაიკმაყოფილოს.
ფეხბურთელმა ყატარს 2023 წელს მიასურადა მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.