საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტში" საბა საზონოვზე ისაუბრა.
"სამწუხაროდ, საბა საზონოვს "ემპოლიში" ვარჯიშის დროს ერთ-ერთ უმნიშვნელო ეპიზოდში ჯვარედინი იოგები გაუწყდა. მერე ოპერაცია გაიკეთა და დღემდე რეაბილიტაციას გადის.
ხორვატიასთან პლეი-ოფის დასრულების შემდეგ მასთან მქონდა კონტაქტი, დაგვირეკა და მთელ გუნდს გამარჯვება მოგვილოცა. საბას რეაბილიტაცია ისეთი ვადებით მიდის, როგორც დაგეგმილი იყო და მადლობა ღმერთს, გართულებები არ არის. გამოჯანმრთელება უნდა მოასწროს.
იქნება თუ არა ევროპის ჩემპიონატისთვის მზად? ის დიდი ძალაა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატი მაღალი დონის ტურნირია და დიდი მნიშნელობა ექნება, მოასწრებს თუ არა ფორმის აღდგენას. გასათვალისწინებელია, როგორი სათამაშო პრაქტიკა ექნება. ძალიან გვინდა, საბა ჩვენთან იყოს"
- თქვა ქართველმა სპეციალისტმა.