იტალიის ჩემპიონატის რიგით მე-13 ტურში საბა გოგლიჩიძის ემპოლიმ უდინეზეს უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, საბა ტრავმიდან დაბრუნდა და მწვრთნელმა ქართველი მაშინვე ძირითადში დააყენა, მან კი მატჩი შეუცვლელად ჩაამთავრა და 6.9 სარეიტინგო ქულა მიიღო.
ეს მატჩი საბასთვის მიმდინარე სერია A-ს სეზონში რიგით მე-10 გახლდათ და ეჭვი არაა, რომ გოგლიჩიძე კიდევ არაერთ შეხვედრას ჩაატარებს.