საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "სენტ-ეტიენის" შემტევი ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და პრიზი დღეს გადაეცა.
ზურიკომ გასულ თვეში ჩემპიონატის 3 შეხვედრაში დაიცვა თავისი კლუბის ღირსება, "ოსერის", "ლანსის" და "ანჟერის" წინააღმდეგ.
ქართველმა "ოსერს" ჰეთ-თრიკი შეუსრულა, "ანჟერთან" კი თავი დუბლით გამოიჩინა.